top of page

მიჯაჭვულობის ფორმები და მათი გავლენა ურთიერთობებზე
May 27
2 min read
ჩვენი ადრეული ურთიერთობები, ინტერაქციის სტილი აფორმირებს ჩვენს სხვა ურთიერთობებს ცხოვრებაში. ეს კონცეფცია ფსიქოლოგიაში ცნობილია როგორც მიჯაჭვულობის თეორია. თქვენი მიჯაჭვულობის სტილის გაგება დაეგხმარებათ გაიგოთ რა ემოციური საჭიროებები გაქვთ, რა სახის კომუნიკაციის ჩვევებს, როგორ შაბლონებს იყენებთ ურთიერთობებში.
გვაქვს 4 ძირითადი მიჯაჭვულობის სტილი:
1. უსაფრთხო მიჯაჭვულობა
მახასიათებლები: ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს სიახლოვისას, აქვს ნდობა და ურთიერთიერთობაში ინაჩუნ ებს თანაბრობის განცდას.
შედეგი: მიდრეკილია ჯანსაღი, დაბალანსებული ურთიერთობებისკენ, ღია კომუნიკაციით და ემოციური რეგულაციით.
2. შფოთვითი მიჯაჭვულობა
მახასიათებლები: ძალიან სურს სიახლოვე, მაგრამ ეშინია უარყოფის, მიტოვების. გამუდმებით ეძებს მტკიცებულებას, თავის დაზღვევის გზებს.
შედეგი: ადამიანი ხდება ზედმეტად დამოკიდებული, განიცდის ძლიერ ემოციურ განწყობებს, ხან ძალიან გახარებული და ხან ძალიან დასევდიანებული, აქვს უარყოფის შიში.
3. განრიდებითი მიჯაჭვულობა
მახასიათებლები: სიახლოვეზე მეტად ურჩევნია დისტანციაზე ყოფნა, უჭირს ნდობა და სხვაზე დაყრდნობა.
შედეგი: არის ემოციურად განცალკევებული, ურთიერთობიდან მოწყვეტილი, ირიდებს სიტუაციებს სადაც შეიძლება ემოციები იყოს გამოსახატი ან ესა თუ ის ემოციური მდგომარეობა მასში იწვევს ძლიერ დათრგუნულობას და ამის განცდა არ უნდა.
4. არაორგანიზებული მიჯაჭვულობა
მახასიათებლები: აქ გვაქვს შფოთვითი და განრიდებითი მიჯაჭვულობების მიქსი, ხშირად გამოწვეულია ტრავმით და არათანმიმდევრული/არაჯანსაღი აღზრდით.
შედეგი: ურთიერთობისას არაპროგნოზირებადი გამოვლინებები, სირთულეები ემოციურ რეგულაციაში, სიახლოვის და უარყოფის შიში.
როგორ ვითარდება მიჯაჭვულობის ესა თუ ის სტილი
აღნიშნული ყალიბდება ადრეული ბავშვობიდან, მშობლების თუ აღმზრდელების მხრიდან ამა თუ იმ ქცევის გამეორებით ბავშთან ურთიერთობისას.
უსაფრთხო მიჯაჭვულობა ყალიბდება ისეთ გარემოში, სადაც აღმზრდელები პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრულები არიან, როდესაც არასაიმედო მიჯაჭვულობები ხშირად ყალიბდება უარყოფის, ემოციური დეფიციტის, ქაოტური ქცევების და ტრავმის პირობებში.
ნეირომეცნიერე ბა გვიჩვენებს რომ ეს ადრეული პატერნები აფორმირებს შესაბამის ნეირონულ გზებს, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ რეგულაციასთან, სოციალურ ინტერაქციასთან. თუმცა ნეიროპლასტიურობის უნარი შესაძლებლობას გვაძლევს დავაკორექტიროთ ესა თუ ის არასაიმედო მიჯაჭვულობის სტილი, თვით-რეფლექსიის, ფსიქოთერაპიის და უსაფრთხო ურთიერთობის გამოცდილების გზით.
როგორ ვიმუშავოთ მიჯაჭვულობის სტილთან
- გააძლიერეთ თვით-რეფლექსია, დააფიქსირეთ თქვენი ქცევების შაბლონები, როგორ ავლენენ თავს ურთიერთობისას.
- მიმართეთ ფსიქოთერაპევტს მეტი მკაფიოობისა და სწრაფი პროგრესისთვის.
- განავითარეთ კომუნიკაციის უნარები, რომ შეძლოთ გამოთქმა, გამოხატვა ამა თუ იმ ემოციის და განცდის, ასევე მოისმინეთ პარტნიორის საჭიროებებიც.
- დააწესეთ ჯანსაღი პირადი საზღვრები, დააბალანსეთ სიახლოვა და თავისუფალი პირადი სივრცე.
- აშენეთ საიმედო ურთიერთობები, იურთიერთეთ ემოციურად მდგრად, სანდო ადამიანებთან.
პრობლემური მიჯაჭვულობის ტიპი განაჩენი არ არის, ეს არის ზრდის ათვლის წერტილი, მისი გააზრება დაკორექტირებით ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და შეძლებთ ააშენოთ ჯანმრთელი, ძლიერი ურთიერთობები.
Related Posts
Comments
Share Your ThoughtsBe the first to write a comment.
bottom of page
.png)





