top of page

რას ნიშნავს სიმსუბუქე პიროვნებაში?

Jul 16

3 min read

სიმსუბუქე ადამიანის ფსიქიკაში ეს არ არის ზედაპირული სიმშვიდე ან გულუბრყვილო სიხარული. ეს არის ღრმა შინაგანი სამუშაოების ჩატარების შედეგი, ეს მდგომარეობა ადამიანს ათავისუფლებს ზედმეტი ეგოცენტრიზმისგან, იგი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი ღრმად არის კავშირში თავის მე-სთან, მისი ფსიქიკის მექანიზმთა უმრავლესობა არის ადაპტური, რაც ნიშნავს გადალახულია/მართვადია შიშები, ტრავმები და ადამიანი დასინქრონდა თავთან, ასევე გარემოსთან. ხშირად სიმსუბუქე ზედაპირულობასთან იგივდება რაც ამ კონტექსტში არასწორია და ამაზეც ვისაუბრებთ ქვემოთ.

ასეთ ადამიანებს აქვთ ნათელი ბაზისი, მკაფიოობა თავში, მიმღებლობა, სიმშვიდე, არიან გულწრფელი და ღია, არ ახასიათებთ სირთულებიისგან გაქცევა და ემოციური ქაოსი, არ აქვთ კომუნიკაციაში პრობლემები, გამოხატავენ და აფიქსირებენ თავის აზრებს და უკუკავშირს ადეკვატურად. აქვთ დადებითი ენერგია და ადამიანებზეც ასევე მოქმედებენ. არ არიან მიდრეკილი დრამებისკენ და აქვთ გაგების-მიღების დიდი ტევადობა. (თუმცა გაგება არ ნიშნავს დათანხმებას, არც განკიცხვას).

როგორ გამოიხატება ადამიანში ფსიქო ჰარმონია და სიმსუბუქე? ასეთი ადამიანის გარემოცვაში იგრძნობთ სიმშვიდეს, თავისუფლებას, შთაგონებას, განწყობის ამაღლებას, მათში დაინახავთ:

·         მკაფიოობას - არა დაბნეულობას.

·         სიცოცხლისუნარიანობას - არა ჰიპერაქტიურობას.

·         მიმღებლობას - არა ამრიდებლობას.

·         დინებაში ყოფნას - არა მუდმივი კონტროლის სურვილს

სიკეთეს.

ასეთი ადამიანების ფსიქოლოგიური მახასიათებლები

1. ემოციური რეგულაცია - სხვებზე არ ანთხევენ ემოციებს, თუმცა არც ახშობენ მათ.

2. შემოსაზღვრული სირბილე - ისინი მშვიდობიანები არიან და თან აქვთ საზღვრები, არ არიან სხვების სიამოვნებაზე მორგებული (people-pleaser).

3. დაბალია ეგოზე მიჯაჭვულობა - არ სჭირდებათ ყოველთვის მართლები იყვნენ, არ არიან დამოკიდებული ქებაზე და არ ახასიათებთ შური.

4. თავის მიმღებლობა - არ არიან ჩაციკლული ნაკლოვანებაზე, იდეალურობაზე. იციან რომ ეს ბუნებრივი მოცემულობაა.

5. არ ახასიათებთ დრამატულობა - არ არიან მიდრეკილი ემოციური არასტაბილურობისკენ და ინტენსიური მიჯაჭვულობისკენ.

6. პატიება და გაშვება - არ დაატარებენ წყენას, როგორც მძიმე ტვირთს.

ხშირად ხდება რომ ასეთი ფსიქოლოგიურად ინტეგრირებული ადამიანი, რომელიც არის თან ძლიერი აღიქმება როგორც საშიში ან რთული.

და რატომ ხდება ეს: 1. ახდენენ სხვათა ემოციური მხარის გამოწვევას.

ადამიანი რომელიც განასახიერებს სიმშვიდეს+სიძლიერეს+აქვს საზღვრები ხშირად აშინებენ მათ ვინ შეჩვეულია მანიპულაციებს, დანაშაულის ხაფანგის დაგებას, ემოციურ ქაოსს. ემოციურად დამოკიდებულ ან დრამატულ პირებს, ის ვინც გაწონასწორებულია და აქვს თავის მკაფიო შეგრძნება თავისი საზღვრებით, ეჩვენებათ ემოციურად მიუწვდომელი - როდესაც რეალურად მათ უბრალოდ შეუძლიათ თვითრეგულაცია.

2. ისინი არ შეესაბამებიან სხვათა მოლოდინებს.

ადამიანი რომელიც არის კეთილი, თუმცა არ ითმენს სხვის ნონსენსს, ეს დამაბნეველია მათთის ვისაც: - მოლოდინი აქვს რომ სიკეთე უდრის მორჩილებას. - სითბოს არასწორად აღიქვამს სისუსტედ. - მიაჩნია რომ უფლება აქვს მოითხოვოს სხვისგან დააკმაყოფილოს მისი ემოციური საჭიროებები.

როდესაც ასეთ ადამიანს უარს ეუბნებიან, ეს მათში კოგნიტურ დისონანსს იწვევს(დაპირისპირება აზროვნებაში). ,,მოიცა, შენ ასეთი კეთილი და კარგი ხარ, როგორ შეგიძლია უარი მითხრა?! “ რის გამოც ეს უკანასკნელი მიაწებებს იარლიყს რომ არის ,,მკაცრი “, სახიფათო“, ან სხვა.

3. ისინი არ არიან მარტივად კონტროლირებადი და კატეგორიზირებული.

ძლიერ ადამიანებს არ ახასიათებთ პროგნოზირებადი როლების თამაში, მაგ: - გადამრჩენელი - სხვების სიამოვნებაზე მორგებული - თავდამსხმელი - ამრიდებელი და სხვა. (მათ საჭიროებისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ ესა თუ ის როლი, თუმცა სისტემატიურად რომელიში გაჭედილი არ არიან). მსგავსი მოქნილობა იწვევს დისკომფორტს მშფოთვარე და იმ ადამიანებში ვისაც სხვდასხვა არაადაპტური ფსიქო-მექანიზმი(შაბლონი) აქვს. რომელთაც სჭირდებათ გარკვეული როლის მოთამაშე თავიანთი დრამის დინამიკისთვის. და იქიდან გამომდინარე რომ ეს ძლიერი-მსუბუქი ადამიანები არ ეწერებიან მათ სცენარებში, მათ აწებებენ იარლიყებს ,,რთული, მძიმე“, დისტანცირებული“, ,,უცნაური“ და სხვა. როდესაც ვინმე ამბობს: ,,მესმის, თუმცა მსგავსი ქცევა ჩემთვის მიუღებელია“. ,,ჩემთვის სულერთი არ არის, თუმცა ემოციური დემპინგის თავი არ მაქვს“. ,,საუბარში უპატივცემულობას ვგრძნობ, მოდი დავაპაუზოთ“.

ეს შეიძლება მოეჩვენოთ მკაცრად, ხისტად, მათ ვის გამოცდილებაშიც:

კეთილგანწყობა = დათანხმებას. სიყვარული = ზედმეტ ჩართულობას. ყოფნა = თავის დათრგუნვას.

მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ზედაპირულობა და ფსიქოლოგიური სიმსუბუქე.

ზედაპირულია ადამიანი რომელიც:

-         ირიდებს სიღრმეს, რთულ საკითხებს და ემოციურ გულწრფელობას.

-         ცხოვრობს წარმოდგენის რეჟიმში, რომ მოიპოვოს ყურადღება, ვალიდაცია, წარმოჩნდეს სხვანაირად ვიდრე რეალურად არის და იყოს აუთენტური(ბუნებრივი), ვერ გამოხატავს რეალურ ემოციას, ფიქრს და ა.შ.

-         შესაძლოა მშვიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანთან კავშირი დაკარგული აქვს.

-         ადგილი არ აქვს სხვისი გასაჭირისთვის, ტკივილისთვის, უჭირს მხარდაჭერა, ცდილობს საკითხის გადატანას.

-         აფასებს იმიჯს, ვიდრე მთლიანობას.

-         ძირითადად მისი საუბარი ზედაპირულია, შესაძლოა შეეხოს ღრმა საკითხებს თუმცა სიღრმეში ვეღარ მოგყვებათ.

ზოგადად ყველაფერი სიღრმისეული მისთვის დამთრგუნველია.

ზედაპირულობა ეს თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც ყალბი ან იძულებითი პოზიტიურობის მიღმა მალავს დაუცველობას, თუმცა შესაძლოა ინტელექტუალური განუვითარებლობაც იყოს მიზეზი. როგორ გამოიყურება რეალური სიმსუბუქე:

-  შეხვდა თავის ,,სიბნელეს“ და გადაურჩა მას, გაიკვლია გზა. - არ აქვს შთაბეჭდილების მოხდენის და დომინირების მოთხოვნილება. - არ აფრთხობს სიღრმისეული საუბრები, საკითხები. - შეუძლია იყოს რბილიც და მკაცრიც სიტუაციიდან გამომდინარე. - აფასებს ავთენტურობას, აქვს ემპათიის უნარი, იქიდან გამომდინარე რომ შეუძლია სხვისი პრობლემა განაცალკევოს, მასში დიდად არ იჭრება და შეუძლია მხარდაჭერა, დახმარება.

- ადეკვატურად აღიქვამს გარემოს და იცნობს თავს.

- არიან კეთილები, მაგრამ არა აუცილებლად დამყოლები. - შეუძლიათ იყონ მკაცრი, თუმცა აგრესიის გარეშე.

- შეუძლიათ იყონ რბილები, თუმცა არ ექცევიან მანიპულაციის ქვეშ.

- შეუძლიათ თქვან ,,არა“ სიყვარულით.


თუ გადახედავთ სხვდასხვა სიტუაციას, შენიშნავთ, რომ ზედაპირულობა, შინაგანი გაუმართაობა თუ სხვდასხვა ფსიქო-ხარვეზი უფრო იწვევს სირთულეებს და სიმძიმეს, გამართულობა და მოქნილობა კი ჰარმონიას და სიმსუბუქეს.

გისურვებთ სიმშვიდეს და სიმსუბუქის ძალას.


Jul 16

3 min read

0

2

0

Related Posts

Comments

Share Your ThoughtsBe the first to write a comment.

გისურვებთ სიმშვიდეს და წინსვლას!

bottom of page